LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჭირო გახდა სასწრაფო ოპერაციული ჩარევა – 26 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულის გარდაცვალების მიზეზებს პენიტენციური სამსახური განმარტავს

60
1

ახალგაზრდა ყაზახი ქალის აისელ აიპტაევას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ბესიკ თოდუა გუშინ გარდაიცვალა.

ყაზახეთის მოქალაქის გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თოდუა კლინიკაში გარდაიცვალა: ადვოკატი

თოდუას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა ლაშა შუკაკიძემ გაავრცელა და აღნიშნა, რომ თოდუა ბოლო 5 დღის განმავლობაში რეანიმაციაში იყო მოთავსებული, გუშინ საღამოს კი შეატყობინეს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გარდაიცვალა.

რა გახდა ბრალდებულის გარდაცვალების მიზეზი – დეტალების გასარკვევად “ფორტუნა” სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ბრალდებული ბ.თ. N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სსკ-ის 137- ე მუხლის საფუძველზე, გაუპატიურების ბრალდებით, მიმდინარე წლის 8 მაისს მოთავსდა. მას დაწესებულებაში შესვლისას დადგენილი წესით ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და დაუდგინდა არტერიული ჰიპერტენზია, ბრალდებულს მიეცა შესაბამისი დანიშნულება და მუდმივად სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

30 ივნისს კი დაწესებულების ექიმთან დააფიქსირა ძლიერი თავის ტკივილი და გონების კარგვა, რის შემდგომაც გაუარესდა მეტყველება, დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის (სავარაუდო) მწვავე მოშლის  გამო, სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილი იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში:

“ბრალდებული ბ.თ. (დაბ. 09. 07. 1965წ) N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სსკ-ის 137-ე მუხლის საფუძველზე (გაუპატიურება) 08.05.2021 მოთავსდა.

შემოსვლისას დადგენილი წესით ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და დაუდგინდა დიაგონიზი არტერიული ჰიპერტენზია. მიეცა შესაბამისი დანიშნულება და მუდმივად იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.

30.06.21 დაწესებულების ექიმთან დააფიქსირა ძლიერი თავის ტკივილი, გონების კარგვა, რის შემდგომაც გაუარესდა მეტყველება, დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა – T/A-200/120mmHg, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის (სავარაუდო) გამო გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სასწრაფო დახმარების მიერ.

კლინიკაში ჩატარებული თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგებისა და ნევროლოგის კონსულტაციის საფუძველზე, დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ტვინის ინფარქტი, დაუზუსტებელი. მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, უტარდებოდა დანიშნული მკურნალობა, ინტენსიური მონიტორული მეთვალყურეობა. ნეიროქირურგის საკონტროლო კონსულტაციის შედეგად საჭირო გახდა სასწრაფო ოპერაციული ჩარევა. ოპერაციის შემდეგ ზოგადი მდგომარეობა რჩებოდა მძიმე, ჰემოდინამიკური პარამეტრები არასტაბილური.

მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, 14.06.21 ში დაფიქსირდა ბრადიარითმია, რომელიც მალევე გადავიდა ასისტოლიაში. დაწყებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაცია პროტოკოლის სრული დაცვით, თუმცა გულის მექანიკური ფუნქციის აღდგენა ვერ მოხერხდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.” – უთხრეს “ფორტუნას” სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.