LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვალი გახელილი მაქვს, თუმცა ვერაფერს ვხედავ, თავის ტკივილები მაქვს, ვერ გადავაადგილდები – 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი

86
ilia tvaliashvili

5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ნაცემი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორის ილია თვალიაშვილის მდგომარეობა ისევ საყურადღებოა, მას მხედველობა ცალ თვალში ამ დრომდე ვერ აღუდგა. ექიმები ამბობენ, რომ ეს მდგომარეობა დაახლოებით ორი კვირა გაგრძელდება.

ის მკურნალობას სახლში განაგრძობს.

„ფორტუნასთან“ საუბარში ილია თვალიაშვილმა აღნიშნა, რომ თავი ტკივილები აქვს და ტკივილგამაყუჩებლებს სვამს.

„ადამიანები, რომლებმაც მე მცემეს, აბსოლუტურად არცერთი არ მიცნობდა. არცერთმა არ იცის მე ვინ ვარ, ან ის ადამიანები ვინ არიან, ვისზეც ცდილობდნენ, რომ ეძალადათ, ვინც დააზიანეს, ვისი  ტექნიკაც დაამტვრიეს, არ იცოდნენ, რომელ ტელევიზიას რა ეკუთვნოდა.

ფიზიკურად ვერ გადავაადგილდები, წოლითი რეჟიმი მაქვს, მარჯვენა თვალში მიჭირს, მაგრამ მარცხენა თვალიდან საერთოდ ვერაფერს ვხედავ.  თვალი გახელილი მაქვს, თუმცა ვერ ვხედავ ვერაფერს. სინათლეზე რეაქცია მაქვს, ცრემლები მომდის“, – ამბობს ილია თვალიაშვილი მედიასთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ამ დრომდე კლინიკაში რჩება „ინტერპრესნიუსის” ფოტოკორესპონდენტი, გიორგი ნიკოლაშვილიც.

მას ტვინში ჰემატომა და თავის არეში ტკივილები აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები