ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე ქართულ მხარეს გადმოსცეს. ის უკვე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.
ზაზა გახელაძეს ერგნეთში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პირადად დახვდნენ.
„კარგად ვარ. არ ველოდებოდი ნამდვილად. დღეს ყოველ შემთხვევაში არ ველოდებოდი, რომ ასე მოხდებოდა. ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით კარგად დამთავრდა.
დღეს უფლის წყალობით ყველაფერი კარგად არის. მივესალმები ოჯახს აქედან. დეტალურად რომ მოვყვე ყველაფერი, ერთი თვე აქ დგომა მოგვიწევს. დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილები მიყურებენ და ხვალ, ზეგ, მაზეგ, არსად წასვლას არ ვაპირებ. არც აქ წამოვედი ჩემი ნებით, მაგრამ…“, – განაცხადა ზაზა გახელაძემ.
ზაზა გახელაძე ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა
ზაზა გახელაძის გათავისუფლება ბიბილოვს რუსეთის პატრიარქმა სთხოვა