სახლში მომზადებული ლიმონათის მთავარი ინგრედიენტები ლიმონის წვენი, წყალი და შაქარია. თუმცა, თავისუფლად შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი ზაფხულის ხილი, კენკრა ან თუნდაც ბოსტნეული.
* კიტრის და პიტნის ლიმონათი – ინგრედიენტები: 1 მოზრდილი კიტრი, 1 ჭიქა ლიმონის წვენი, 3/4 ჭიქა შაქარი, 6 ჭიქა ჩვეულებრივი ან გაზიანი წყალი, 1 დიდი ლიმონი, რამდენიმე პიტნის ფოთოლი. მომზადება: მოათავსეთ ქვაბში ნახევარი დაჭრილი კიტრი, დაუმატეთ ლიმონის წვენი, შაქარი და პიტნის ფოთოლი. დადგით ნელ ცეცხლზე და ურიეთ 5-7 წუთი, გააციეთ მიღებული მასა და გადაწურეთ. დაჭერით დარჩენილი კიტრი, ლიმონი, დაუმატეთ პიტნა და დაასხით წყალი, კარგად აურიეთ, დაუმატეთ უკვე არსებულ მასას და გააციეთ.
* ანანასის ლიმონათი – ინგრედიენტები: 1 მწიფე, ნაჭრებად დაჭრილი ანანასი, 2 ლიმონის წვენი, ცოტა მარილი. მომზადება: ურიეთ ინგრედიენტები ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თუ ტკბილი ლიმონათი გიყვართ შეგიძლიათ ცოტა თაფლიც დაუმატოთ.
* პიტნის ლიმონათი – ინგრედიენტები: 3/4 ჭიქა შაქარი, 3/4 ჭიქა წყალი, 1/2 ჭიქა წვრილად დაწრილი პიტნა, 6-7 დიდი ლიმონი, 3 ჭიქა წყალი. მომზადება: მოათავსეთ ქვაბში პიტნის ფოთლები და შაქარი, დაასხით წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ურიეთ შაქარის გახსნამდე. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და დაახურეთ თავსახური, 30 წუთის კი, გადაწურეთ სითხე სუფთა ჭურჭელში. გაწურეთ ლიმონი, დაასხით წყალი, უკვე მომზადებული სიროფი და გააციეთ.
* ატმის ლიმონათი – ინგრედიენტები: 4-5 ატამი, 4 ჭიქა წყალი, 1/4 ჭიქა წყალი, 7-8 დიდი ლიმონი. მომზადება: დაჭერით 2-3 ატამი მსხვილ ნაჭრებად, მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ წყალი, დადგით ცეცხლზე და ურიეთ ადუღებამდე. გადაიტანეთ გაციებული მასა ბლენდერში, ურიეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, მერე კი, გადაწურეთ, ჩაასხით სუფთა ჭურჭელში, დაუმატეთ ლიმონის წვენი და ატმის მსხვილად დაჭრილი ნაჭრები.
* საზამთროს, კიტრის და პიტნის ლიმონათი – ინგრედიენტები:1 კგ. დაჭრილი საზამთრო კურკის გარეშე, 1/4 დაჭრილი კიტრი, 1 ჭიქა ლიმონის წვენი, 2,5 ჭიქა წყალი, 1/4 ჩვეულებრივი სიროფი, რამდენიმე პიტნის ფოთოლი. მომზადება: მოათავსეთ საზამთრო, კიტრი და პიტნა ბლენდერში, დაუმატეთ ლიმონის წვენი. მიღებული მასა გადაწურეთ, დაუმატეთ წყალი, სიროფი და კარგად აურიეთ.
* ჟოლოს ლიმონათი – ინგრედიენტები: 340 გრამი ჟოლო, 1 ჭიქა ცივი ლიმონის წვენი, 1/2 ჭიქა ცივი წყალი, 1/2 ჭიქა შაქარი, 1/2 ჭიქა თაფლი, 1 ლიტრი ცივი გაზიანი წყალი. მომზადება: მოათავსეთ ჟოლო ბლენდერში, მიღებული პიურე კი, გადაიტანეთ სუფთა ჭურჭელში, დაუმატეთ შაქარი, დაასხით წყალი და ურიეთ შაქარის გახსნამდე. მიღებულ მასას დაუმატეთ ლიმონის წვენი და გაზიანი წყალი.
* მარწყვის ლიმონათი – ინგრედიენტები: 6 ლიმონი, 1 ჭიქა ჩვეულებრივი სიროფი, 450 გრამი მარწყვი, 1 ლიტრი გაზიანი წყალი. მომზადება: მოათავსეთ ბლენდერში მარწყვი, დაასხით 1 ჭიქა ლიმონის წვენი და გაზიანი წყალი. მიღებულ მასას დაუმატეთ დარჩენილი ლიმონის წვენი, 1/2 ჭიქა სიროფი გაზიანი წყალი და გააციეთ.
* მაყვლის ლიმონათი – ინგრედიენტები: 6 ჭიქა წყალი, 1 ჭიქა შაქარი, 4 ლიმონი, 2 ჭიქა მაყვალი. მომზადება: ჩაასხით დიდი ზომის ქვაბში 2 ჭიქა წყალი, დაუმატეთ შაქარი და აადუღეთ. აურიეთ ბლენდერში ლიმონის წვენი და მაყვალი, გადაწურეთ, გაციების შემდეგ კი, დაუმატეთ უკვე მომზადებულ სიროფს.