LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეულობით ამონაბეჭდი გადავამოწმეთ, QR კოდს ნებისმიერი ტელეფონი კითხულობს: გამყრელიძე გვახარიას განცხადებაზე

58
1

“ბატონი გოგის განცხადების შემდეგ, სპეციალურად გადავამოწმეთ ასეულობით ამონაბეჭდი. ეს პრობლემა არ გამოკვეთილია, ანუ QR კოდს კითხულობს ნებისმიერი ტელეფონის დანათება.” – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დირექტორმა “ფორტუნას” კითხვას, რომელიც გოგი გვახარიას განცხადებას უკავშირდებოდა – კინომცოდნე წერს, რომ კანის კინოფესტივალზე ყოფნის დროს, ფესტივალის სასახლის შესასვლელთან სპეციალურმა აპარატმა მისი QR კოდი ვერ წაიკითხა. 

ამირან გამყრელიძის თქმით, თუ გოგი გვახარიას ასეთი რამ შეემთხვა, შესაძლებელია, რადგან საქმე ტექნიკასთან გვაქვს, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში, მსგავსი პრობლემა არ გამოკვეთილა:

“მრავალჯერადად გადავამოწმე იგივე ჩემს ამობეჭდილზე. გადავამოწმე ბევრისგან ამობეჭდილებზე და ეს პრობლემა არ გამოკვეთილია, ანუ QR კოდს ნებისმიერი ტელეფონის დანათება კითხულობს.

თუ ბატონ გოგის ასეთი რამ შეემთხვა, დასაშვებია, შესაძლებელია, მოგეხსნებათ ტექნიკასთან გვაქვს საქმე, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, ამ განცხადების შემდეგ, სპეციალურად გადავამოწმეთ ასეულობით ამონაბეჭდი.” – განაცხადა გამყრელიძემ “ფორტუნასთან” საუბრის დროს.

შეგახსენებთ, გოგი გვახარია საკუთარი ბლოგში წერს:

“საზღვარი წარმატებით გადავკვეთეთ. ამდენ საბუთს შორის, მგონი, მაკრონის წერილი გვაკლდა მხოლოდ. უბედნიერესი ვიყავი – ჩემმა “ასტრაზენეკამ” ევროპის კარი გამიხსნა. მაგრამ ეს სიხარული დროებითი აღმოჩნდა.

ფესტივალის სასახლის შესასვლელთან ახალგაზრდა ქალმა ყურადღებით დამითვალიერა საბუთები, ყველა მხრიდან ატრიალა თავისი აპარატი, რომელიც QR კოდებს კითხულობს და ბოლოს გამომიცხადა: “პარდონ, მაგრამ ქართულ ასტრაზენეკას ჩვენი სისტემა არ კითხულობს”…

აქვე, “ფორტუნას” კითხვაზე – იმ შემთხვევაში, თუ პროფესორ-მასწავლებლების საყოველთაო აცრა ვერ მოხერხდება, დაიშვებიან თუ არა ისინი სასწავლო პროცესზე, ამირან გამყრელიძე პასუხობს: “წინასწარ ამას ვერ გეტყვით, სასურველია, რომ ყველა აიცრას”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები