LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბინა ქირის ფასად“ – უძრავი ქონების შეძენის მსურველებს „მოზაიკა“ თვის ბოლომდე აქციას სთავაზობს

634
217672238-1382390672148327-4943203449693667711-n

სამშენებლო კომპანია Mosaic Development მომხმარებელს თვის ბოლომდე აქციას სთავაზობს. კომპანიის ინფორმაციით, აქცია ეხება გადახდის პირობებსა და ფასებს.

„მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს იჩქარონ, რადგან აქციის პირობებში ბინები იყიდება ძალიან სწრაფად“, – აცხადებენ Mosaic Development-ში.

აღსანიშნავია, რომ კომპანია, რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს მომხმარებელმა ძალიან მალე გაიცნო აქციით, სახელწოდებით „ბინა ქირის ფასად“, რომელიც აბსოლუტური  სიახლე იყო საქართველოს ბაზარზე. „ჩვენ ბინის შეძენის ყველა მსურველს საშუალება მივეცით, მათზე მორგებული გადახდის პირობებით, გამხდარიყვნენ „მოზაიკა ვარკეთილის“ მობინადრეები. გამომდინარე აქედან, ბინების უმრავლესობა მშენებლობის დაწყებისთანავე გაიყიდა“, – განმარტავენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, პირველი პროექტი, რომელიც Mosaic Development-მა დაასრულა მდებარეობს ნუცუბიძის ქუჩაზე, ეს არის პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც დასრულებისთანავე შევიდა ექსპლოატაციაში და მალევე სრულად გაიყიდა. ხოლო, მეორე პროექტი, რომელიც მდებარეობს ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩაზე – მალე დასრულდება.

რაც შეეხება იმას, თუ რა არის კომპანიის მთავარი პრიორიტეტი მშენებლობისას, „ფორტუნას“ Mosaic Development-ში განუცხადეს: „ჩვენთვის პრიორიტეტია და ამავდროულად, ყველაზე ძლიერი მხარეა ხარისხი, კლიენტზე მორგებული გადახდის პირობები, ასევე, უმნიშვნელოვანესია შევუქმნათ ყველას კომფორტული და მყუდრო გარემო. თავად მყიდველებიც, რომელთაც გააჩნიათ, ან არ გააჩნიათ პროფესიონალური ხედვა, აღნიშნავენ რამდენად სუფთა და ხარისხიანი მშენებლობა გვაქვს და ვფიქრობ, ეს ნამდვილი მიღწევაა. ჩვენთან ხარისხი ფასზე მაღალია. ეს არის ჩვენი ძირითადი მიმართულება“.

აღსანიშნავია, რომ Mosaic Development-ში სამომავლო გეგმებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ბევრ ახალ პროექტს გეგმავენ და განიხილავენ.

„აუცილებლად გვადევნეთ თვალი, ყველა სიახლე დაიდება ჩვენს ფეისბუქ გვერდზე. თითოეული პროექტი იქნება მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული, მაღალი ხარისხით, ხელმისაწვდომი ფასითა და მათზე მორგებული გადახდის პირობებით“, – დასძინეს Mosaic Development-ში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები