თქვენ გარდააცვალეთ, თქვენ ახალისებდით, – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, მიტროპოლიტმა მედიის წარმომადგენლებს მიმართა და უთხრა, რომ მათ 5 ივლისს ცემა დაიმსახურეს.
მისი თქმით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ჟურნალისტებს ეკისრებათ.
ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ. გამოსვენება იოსელიანის ქუჩა #37-დან, 15:00 საათზე იქნება.