LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე, გადაიწიე თმები, გამოაჩინე თვალები და შეხედე რამდენი ვართ – ეს ხალხი გიპასუხებს შენ: ვახო სანაია

82
vaxo sanaia

პარლამენტთან “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მედიის სოლიდარობის აქცია  მიმდინარეობს.

შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები.

ჩვენ რუსთაველს არავის დავუთმობთ! დავრჩებით აქ საბოლოო გამარჯვებამდე! თქვენ არ იცით, რა არის ქართული მედია, ეტყობა. „ქართულო ოცნება“, კარგად შემოგვხედე, თქვენ არ გაგივათ ამ ქვეყანაში დიქტატურა, იმიტომ, რომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ,- ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

„კობახიძე, გადაიწიე თმები, გამოაჩინე თვალები და შეხედე რამდენი ვართ. ეს ხალხი დაიცავს ლექსოს უფლებებს, ეს ხალხი გიპასუხებს შენ, რომელიც დაქოქილი რობოტივით ლაპარაკობ, რომელმაც დღეს შეაგინა მთელ მედიას და ჩვენ ამას არ გაპატიებთ. მე გაგახსენებთ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ არსად წავიდოდა, სად არის ის დღეს? – არ არის თანამდებობაზე, ზუსტად ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი წავა თანამდებობიდან და ამას გავაკეთებთ ჩვენ, ვინც ვდგავართ აქ, ვინც არის ტელეეკრანებთან. უამრავი ადამიანი გვიერთდება. ჩვენ დავდებთ ამ შედეგს, ჩვენ ჩავიბარებთ პრემიერ-მინისტრის გადადგომას“, – განაცხადა სანაიამ.

ჟურნალისტმა ვახო სანაიამ, სიტყვით გამოსვლისას წაიკითხა მედიის იმ წარმომადგენლების სია, რომლებიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდნენ.  ფაქტს ტაშით შეხვდნენ აქციის მონაწილე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები

“ჩვენ არ გვეშინია და ამას ვაჩვენებთ ყოველდღე, ვაჩვენეთ გუშინ, ვაჩვენეთ დღეს და ვაჩვენებთ ხვალ, რომ დასრულდეს ეს ხელისუფლება.” – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ და აღნიშნა, რომ არ ეშინიათ, არ დაიღლებიან და ამ მთავრობას “წირვას გამოუყვანენ”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები