LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად, ქართული ლურჯი მოცვით სრულად დატვირთული მანქანა ევროკავშირში გავა

48
mocvebi

ქართული ლურჯი მოცვით სრულად დატვირთული მანქანა ევროკავშირში პირველად გავა. კერძოდ, ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია „ეფკო“ სეზონის დასრულებამდე, გერმანიასა და ნიდერლანდებში 3-4 კონტეინერს გააგზავნის.

„ერთ მანქანაში თერთმეტი ტონა ლურჯი მოცვი ეტევა. ვაპირებთ, სამი ან ოთხი მანქანა გავუშვათ, რაც ჩვენთვისაც და ქართული მოცვის მწარმოებლებისთვისაც დიდი გამოცდილებაა,“ – განმარტა რატი მორჩილაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას.

მისივე განმარტებით, ევროკავშირის ქვეყნებში ლურჯი მოცვის ღირებულება სტაბილურობით გამოირჩევა და ერთი კილოგრამის ფასი რვა ევრომდე აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები