ხანძრის შედეგად დამწვარი სავაჭრო ცენტრ “ქალაქის გულის” ის მოვაჭრეები, რომლებსაც დავალიანება გააჩნიათ, გადასახადებისგან გათავისუფლდებიან.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე იაშვილმა, განუცხადა.
მისივე განმარტებით, ამის თაობაზე ადმინისტრაციამ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურისგან მიიღო.
“ტერიტორიაზე მოვაჭრეების შეშვება უკვე დაიწყო. ჩვენ საშუალებას ვაძლევთ, რომ ის მალფუჭებადი პროდუქცია, რომელიც გადარჩენილია, გამოიტანონ მაცივრებიდან და წაიღონ. ასევე, რამდენადაც ვიცი, ზოგიერთ კომპანიას მოლაპარაკება აქვს შემომტან ფირმებთან, რომ საქონელი ჩამოაწერონ, რათა ამ პროდუქციასთან დაკავშირებით დავალიანება არ ჰქონდეთ. გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ შემოსავლების სამსახურთან, რომელმაც ასეთი ინფორმაცია გაგვაცნო, რომ ის მოვაჭრეები, რომლებსაც დავალიანება აქვთ, გადასახადებისგან გათავისუფლდებიან,” – განაცხადა იაშვილმა.