LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწრაფო წესით მოხდეს ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრა: მამუკა ხაზარაძე

43
xazaraze

„ქართული ოცნების“ სათაო ოფისთან მიმდინარე აქციაზე პარტია”ლელოს“ ლიდერი იმყოფება. ის მოუწოდებს მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს უახლოეს წუთებში შეხვდნენ.

“მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, მით უმეტეს, ჩვენ ერთ პარლამენტში გვიწევს შესვლა, რომ სასწრაფო წესით მოხდეს ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრა, რათა შექმნილი სიტუაცია იყოს განმუხტული. ამ ქვეყანას მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება, მოქმედი სტრუქტურები, პოლიცია, რომელიც კანონს დაიცავს და არა რამდენიმე გიჟი პოლიტიკოსის ძალაუფლებას. მოვუწოდებთ, ნებისმიერ ადგილზე, თუნდაც მათ ოფისში ანს ხვაგან. ეს ქვეყანა არ არის “ქართული ოცნების”. არანაირი ვადა. აქ ვდგავართ, უახლოეს წუთებში გამოვდნენ, შევალთ და დავილაპარაკებთ. სხვა შემთხვევაში, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება, მთელი პასუხისმგებლობა „ქარულ ოცნებას“ ექნება “, – აღნიშნავს ხაზარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები