LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ივლისი საქართველოსთვის იმედგაცრუების დღე იყო: კელი დეგნანი

98
კელი დეგნანი

5 ივლისს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს საქართველოსთვის იმედგაცრუების დღე იყო. დეგნანის განმარტებით, „სიტუაციის განმუხტვისა და აგრესიის დაგმობის მიმართულებით, პრემიერ-მინისტრმა წამყვანი როლი ვერ ითამაშა“.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან, აქციების მართვის უნარების გაუმჯობესებაში ივარჯიშეს, თუმცა ეს ტრენინგი და აღჭურვილობა, მასებთან გასამკლავებლად არ იყოს გამოყენებული.

„ეს ძალიან სამწუხარო, სევდიანი დღე იყო საქართველოსთვის. აშშ-მა რთული სამუშაო შეასრულა სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად, რათა გაეუმჯობესებინა მათი უნარები აქციების მართვაში. ამიტომ, იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ეს ტრენინგი და აღჭურვილობა არ იყო გამოყენებული, როდესაც ცხადი გახდა, რომ ხალხის მასაში იყვნენ ადამიანები, ვისაც ძალადობა სურდა.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს ძალადობა არც ერთ სიტუაციაში, განსაკუთრებით კი, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც ასრულებენ სამუშაოს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს იყო იმედგაცრუების დღე საქართველოსთვის და ბევრმა ადამიანმა უკვე გააკეთა კომენტარი. თუ რაოდენ განსაცვიფრებელი იყო იმის ხილვა, რომ ქვეყანამ, რომელიც ზოგადად ცნობილია ადამიანის უფლებები დაცვით, ტოლერანტობით, უკან დაიხია ამ ღირებულებების კუთხით.

ამ დღეებში ეს იყო ამ ღირებულებებისგან უკან გადადგმული ნაბიჯი. პრემიერ-მინისტრის მოვალეობაა, რომ მან ითამაშოს წამყვანი როლი ამ სიტუაციის განმუხტვისა და აგრესიის დაგმობის მიმართულებით. სამწუხაროა, რომ ასეთი ძლიერი როლი ვერ დავინახეთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები