LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი წერეთელი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

65
გიგი წერეთელი

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავჯდომარე, გიგი წერეთელი, ვენაში ამერიკელ სენატორებს, აშშ-ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელებს, ბენ კარდინს და როჯერ ვიკერს შეხვდა.

შეხვედრა ვენაში შედგა, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია გაიმართა. საუბრის მთავარი თემა იყო დღეს არსებული აქტუალური პრობლემები, რაც უკავშირდება რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობებს, დემოკრატიის გამოწვევებს ეუთოს რეგიონში, აშშ-ის აქტიურ ჩართულობას ეუთოსა და მისი საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში.

წერეთელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, იმ გამოწვევების გასამკლავებლად, რაც ეხება რუსულ ოკუპაციას, ქვეყანაში დემოკრატიულ კონსოლიდაციას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.