LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“100-მდე დაზარალებულია საქმეში, იყო გამოძალვის, ყაჩაღობის, მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები” – მამუკა ჭელიძე

97
chelidzemamuka323-17-12-36

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დაკავებულების საქმეზე დეტალურად ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მამუკა ჭელიძემ აღნიშნა, გამოძიება თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 100-მდე დაზარალებულია საქმეში.

მისვე თქმით, იყო გამოძალვის, ყაჩაღობის და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებიც.

„გამოძიება თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, საკმაოდ მასშტაბურია საქმე 100-მდე დაზარალებულია საქმეში, იყო გამოძალვის ნაწილები, იყო ყაჩაღობის ნაწილი, მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორების. საქმეში ფიქსირდება არა ერთი კრიმინალური გარჩევა, რაც მტკიცებულების სახით ერთვის საქმეს და ეს გახდა საფუძველი ადამიანების ბრალდების რომლებსაც მკაცრი სასჯელი ელოდებათ“, – აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები