LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ კრუზის ქალიშვილი ტაქსით მგზავრობს, როცა მამის ჰონორარი 470 მილიონია

326

როგორც ჩანს, საიენტოლოგიით გატაცებული ტომ კრუზი, ერთადერთ ქალიშვილთან ურთიერთობის აღდგენას არც ამჯერად ჩქარობს. 11 წლის სური კრუზი პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როცა ის დედასთან ერთად ტაქსიდან გადმოდიოდა. გოგონას ხელში 5 დოლარიანი ეჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავრობის საფასური სურიმ თავად გადაიხადა. მედიაში გავრცელებულ ამ ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა, რადგან ცნობილია, რომ ტომ კრუზის ჰონორარი როლზე 470 მილიონი დოლარია. სური კრუზი მანჰეტენზე დედასთან ერთად კეით ჰოლმსის მეგობრებს შეხვდა და მათთან ერთად ვეგეტარიანულ რესტორანში ისადილა.

11 წლის სური ვარდისფერ დუტის ქურთუკსა და ამავე ფერის შარვალში იყო გამოწყობილი. ასვე თბილ პულოვერსა და ჯინსის შარვალში გადმოვიდა ტაქსიდან კეით ჰოლმსი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები