LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

28
დაკავება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავა.ის იმერეთის რეგიონალური თანამშრომელი იყო.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქრთამის სანაცვლოდ, ცხოველთა სასაკლაოზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინალურ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე, ისე, რომ რეალურად არ შეამოწმა ხორცპროდუქტის ვარგისიანობა, მოქალაქეზე გასცა ყალბი ვეტერინარული მოწმობა.

„გამოძიებასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები