თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 5 ივლისს, მრგვალ ბაღთან “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ პაატა გურჩიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა.
როგორც ცნობილია, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა დაკავებული პირის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე მოითხოვა.
დაკავებული გურჩიანი კი საპატრულო პოლიციის მიერ გაჟღერებულ გარემოებებს ეთანხმება და ამბობს, რომ “ლანძღვა-გინებას ეთანხმებოდა”.
შეგახსენებთ, გუშინ კონტრაქციის მონაწილეები არასრულწლოვანს გაეკიდნენ, ამ დროს მოქალაქეებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტში მონაწილეობდა პაატა გურჩიანიც.
ის დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც საზოგადოებრივ ადგილზე ლანძღვას, გინებას, მოქალაქეების შეურაცხყოფას, ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე აქციაზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება