სააპელაციო სასამართლო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვას იწყებს, დღეს 5 მსჯავრდებულის ადვოკატი შესავალ სიტყვას წარმოთქვამს, დააყენებენ შუამდგლობებსაც.
არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ დაცვის მხარეს ექნება რამდენიმე შუამდგომლობა.
“საქმე სასამართლომ განიხილოს ღია რეჟიმში, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანი პირი იყო.” – აცხადებს ადვოკატი.
ნემსიწვერიძის თქმით, სააპელაციო სასამართლო იქნება უბრალოდ გამტარი ინსტანცია.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურირ დავით ყაზარაშვილის თქმით, დაცვის მხარემ პროცესის გადასადებად ყველაფერი გააკეთა.
“ხუთივე მათგანმა სასტიკად მოკლა გიორგი შაქარაშვილი” – პროკურორი
“სხვა არჩევანი არ აქვთ, ისინი იტყვიან, რომ ბრალდებულები უდანაშაულოები არიან. რომელ მათგანს რა დანაშაული აქვთ და რა ჩაიდინა, პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე გვითხრა. ხუთივე მათგანმა სასტიკად მოკლა გიორგი შაქარაშვილი,”- აცხადებს პროკურორი დავით ყაზარაშვილი.