„ანტრე ლონდონი დღე #1, შემოგვიარეთ და გვითხარით გამარჯობა!“, – სტუმარმასპინძლობის სექტორში მოქმედი ქართული კომპანია „ანტრე“ ბრიტანეთის ბაზარზე შევიდა და ლონდონში პირველი ფილიალი გახსნა. აღსანიშნავია, რომ „ანტრე“ ნოთინგ ჰილ გეითის #138 ში ამოქმედდა.
შეგახსენებთ, „ანტრე“ საქართველოს ბაზარზე 14 ფილიალითაა წარმოდგენილი, ამასთან, კომპანია ბაქოში 5 რესტორანს ფლობს.