LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეთერში ატირებული თამთა ჭელიძე: „ისეთი რამ მოხდა, რომ ვერ ვაპატიებდი…“

831
tamtachelidzenews

მომღერალი თამთა ჭელიძე შორენა ბეგაშვილს ესტუმრა და ჯაბა კილაძესთან განქორწინების შემდეგ მძიმე და დეპრესიულ პერიოდზე ისაუბრა. მომღერალმა ამ თემაზე ლაპარაკისას ტირილი ვერ შეიკავა.

თამთა ჭელიძე:

„ხანდახან ვფიქრობ, რომ იმისთვის გავჩნდი, რომ ასეთი შვილი მყოლოდა… როცა ოჯახში ამერია რაღაცები, ურთულესი ორსულობა მქონდა, შენარჩუნებაზე ვიწექი შვიდი თვე. ექიმმა დამიბარა და მითხრა, რომ შენ შვილს გააჩენ იმ შემთხვევაში, თუკი შვიდი თვე არ ადგებიო. ძალიან მინდოდა შვილი, რადგან სამი წელი იყო გასული ქორწინებიდან. ყველაფერი გადავდე… მერე ჯაბას გავშორდი… ჩემთვის ოჯახის დანგრევა იყო ქვეყანა რომ თავზე დაგექცევა, წარმოუდგენელი რაღაც იყო, თან ამ ყველაფერში იმდენი რამ მქონდა ჩადებული, ამაგი, ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე, ისეთი წარმოუდგენელი რამ მოხდა, რასაც ვერ ვაპატიებდი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები