“პოლიცია თავის სიმაღლეზე დგას და მაღალი სტანდარტებით პრევენციას აკეთებს იმისათვის, რომ მოხდეს დაშორიშორება. კარვების არსებობას ვერ უზრუნველყოფს პოლიცია, ვიღაცამ მოიტანოს და პოლიციამ უყარაულოს. ამის ვალდებულება არ აქვს.” – აცხადებს პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი და ამბობს, რომ პოლიცია კარვების დარაჯი არ არის, პოლიციას სურს, წესრიგი დაიცვას და რომ მისი მხრიდან ძალადობა მაქსიმალურად იქნება აღკვეთილი.
მაჭარაშვილის თქმითვე, გაუგებარია, რას ემსახურება პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და არც იციან, ვინ არიან, ვინ შედის და გამოდის აღნიშნული კარვებიდან:
“ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია, მეორეს მხრივ კი, მოქალაქეებს აქვთ უფლება საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირონ.
კარვებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დავსვით. კარვები რუსთაველის გამზირზე დადგეს იმ პრეტენზიების გამო, რაც უკავშირდებოდა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საკითხს. დღეს ოპოზიცია პარლამენტშია და გაუგებარია, ეს კარვები რას ემსახურება.
არც ვიცით, ვინ არიან, ვინ შედის და გამოდის. პოლიცია თავის სიმაღლეზე დგას და მაღალი სტანდარტებით პრევენციას აკეთებს იმისათვის, რომ მოხდეს დაშორიშორება. კარვების არსებობას ვერ უზრუნველყოფს პოლიცია, ვიღაცამ მოიტანოს და პოლიციამ უყარაულოს. ამის ვალდებულება არ აქვს. თუ აქციას ატარებ და კარავი გჭირდება, იქ მინიმუმ რამდენიმე ასეული ადამიანი უნდა იყოს.” – თქვა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტთან არეულობა იყო.
“თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა ჯებირები გადალახეს და კარვები დაშალეს.