LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინდური შტამი” სარბიელზე უკვე გახდა მოთამაშე: თენგიზ ცერცვაძე

96
ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის „ინდური შტამი“ სარბიელზე უკვე მოთამაშე გახდა. აღნიშნული განცხადება მან „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა.

მისი განცხადებით, ე.წ. ბრიტანულმა და „ინდურმა“ შტამებმა გაცილებით მეტი მძიმე შემთხვევა და სიკვდილობა გამოიწვია.

„„ინდური შტამი“ სარბიელზე უკვე გახდა მოთამაშე. ინდური შტამი“, რომელიც ჩვენთან უკვე 20 პროცენტია, უკვე გახდა სარბიელზე მოთამაშე. ის ბრიტანულზე 50 პროცენტით კიდევ უფრო სწრაფ გავრცელებას იძლევა და კიდევ უფრო მძიმე შემთხვევებს. თქვენ რომ კლინიკებში შეხვიდეთ, მე ყოველდღე დავდივარ, სისტემური ანალიზის გარეშე ნახავთ, რომ გაცილებით გაზრდილია მძიმე ავადმყოფების რაოდენობა – ჟანგბადდამოკიდებულების, სარეანიმაციო ავადმყოფების. ამ პერიოდში, მესამე ტალღაში სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლები მეორე ტალღასთან შეადრებით, გამოწვეულია იმით, რომ ჯერ ბრიტანულმა, შემდეგ ინდურმა შტამმა მოგვცა გაცილებით მეტი მძიმე შემთხვევა და მეტი სიკვდილობა“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები