LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ინაშვილი: ვუცხადებთ მხარდაჭერას დედაეკლესიას, ჩვენს პატრიარქს, ხვალ ვიკრიბებით ოპერის წინ

69
დსჯ

ხვალ, 4 ივლისს, დღის 3 საათზე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრები, მხარდამჭერები და თანამოაზრეები ვიკრიბებით რუსთველის გამზირზე, ოპერის წინ, – ამის სესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი ავრცელებს.

“ვუცხადებთ მხარდაჭერას დედაეკლესიას, ჩვენს პატრიარქს და სამღვდელოებას.

ვაპროტესტებთ მართლმადიდებელი ეკლესიის და მართლმადიდებელი მრევლის წინააღმდეგ მიმდინარე ღია შეტევას, რამაც ბოლო დროს აგრესიული, ცილისწამებლური, ბოროტი კამპანიის სახე შეიძინა!

შემოგვიერთდით!

აქციის მსვლელობისას გავრცელდება საგანგებო მიმართვა!”- წერს ინაშვილი.

საპატრიარქო, 5 ივლისს, რა დღესაც “ღირსების მარშია” დაგეგმილი, თანამოაზრეებს რუსთაველზე, ქაშვეთის ეკლესიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

“მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია”, — ნათქვამია განცხადებაში.

მივმართავთ მოსახლეობას, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ პროტესტი, 5 ივლისს შევიკრიბოთ ქაშუეთის ტაძართან, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენს ღირსებას ვიცავთ – საპატრიარქო

მაქარაშვილი: იმედი მაქვს, საპატრიარქოში ეყოფათ გონიერება და მრევლს არ წააქეზებენ, რომ სხვა ადამიანები სცემონ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები