“მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ!” – ამ ლოზუნგით ხვალ, თბილისში აქცია გაიმართება, რომელსაც სხვადასხვა რეგიონსა და საწარმოებში დასაქმებული პირები შეუერთდებიან. მსვლელობა ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით მოეწყობა. აქციის ორგანიზატორი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაა.
დღეს თბილისში შენობებს პროფკავშირებმა “გარდაცვლილი მუშების ქუჩა 488” დააწერეს. ცნობისთვის, 13 თებერვალს შრომის ინსპექციის ამოქმედებისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.