ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინების დეფიციტი აღარ იქნება და მათი უწყვეტი ნაკადი შემოვა.
“აწი დეფიციტი აღარ იქნება, ამით, საყოველთაო ვაქცინაციის შესაძლებლობა გაჩნდა” – აცხადებს ცერცვაძე.
“ამით, საყოველთაო ვაქცინაციის შესაძლებლობა გაჩნდა რომელსაც გარდა ვაქცინების საკმარისი რაოდენოებისა, ქსელის მზადყოფნა სჭირდება, რომლის მომზადებულია,”- აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.
შეგახსენებთ, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა უკვე საქართველოშია და 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება.