“ერთკვირიანი ავადობის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მესამე ადგილზეა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.
“პირველ ადგილზე ევროპაში ბრიტანეთია, მერე მოდის კვიპროსი და მესამეზე ვართ ჩვენ” – იმნაძე
პაატა იმნაძის თქმით, ინდური შტამი საქართველოში 15-20%-ით ცირკულირებს და მალე ბრიტანულ შტამებს ჩაანაცვლებს.
„27 დადასტურებული ინდური შტამის შემთხვევა არაფერს ნიშნავს. ჩვენ შეფასებას ვაკეთებთ შემდეგ, დაახლოებით, შემიძლია ვთქვა, რომ 15-20% საქართველოში უკვე ინდური შტამი ცირკულირებს” – განაცხადა პაატა იმნაძემ