„ახალი ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარემ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ საპატიმრო დატოვა.
დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დაააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
პატიმრობიდან გათავისუფლებული გოგი წულაია ამბობს, რომ ციხეში 25 -27 კილომდე დაიკლო.
შეგახსენებთ, გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
სამართალდამცავებმა წულაია 19 მარტს დააკავეს.
თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს.
გამოძიების ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.