LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შანტაჟის სუნი ასდის და ამ ქვეყანაში შანტაჟი ისჯება – ლევან გოგიჩაიშვილი “იბერიას” ჟურნალისტების განცხადებაზე

98

“ცოტა შანტაჟის სუნი ასდის და ამ ქვეყანაში შანტაჟი ისჯება,”- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, ტელეკომპანია “იბერიას” ჟურნალისტების განცხადებას, “იბერიაზე” ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შესახებ.

“ეს არასერიოზულია თითქოს ხელისუფლება რაღაცაში ერეოდეს ან რამე ინტერესი გააჩნდეს. განცდა დამრჩა, რომ ამ კომპანიას კონკურენტ კომპანისთან პრობლემები აქვს და ამას აბრალებს სახელმწიფოს,” – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

ხელისუფლების მხრიდან იბერიაზე ზეწოლის შესახებ განცხადება არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახო ხუზმიაშვილმა, გააკეთა.

“არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვვარაუდობთ, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით,”- განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები