Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მწვანე კონცხი გადათხრილია – რა შენდება ადგილზე (ვიდეო) – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწვანე კონცხი გადათხრილია – რა შენდება ადგილზე (ვიდეო)

355

მწვანე კონცხი გადათხრილია. ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის ხე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის საძირკველთან ამოთხარეს. ხის ნაცვლად ახლა დიდი სიცარიელეა.

სტუდენტები ამ საცხოვრებელში ჯერ კიდევ ცხოვრობენ, მაგრამ მათთვის ახალი შენობა შენდება და ძველის საცხოვრებლის ადგილზეც სიცარიელე გაჩნდება.

თუმცა დროებით…

“ბათუმელების” ფოტო

 

რეზო ხარაზის მიერ გავრცელებულ დრონიდან გადაღებულ კადრებზე ჩანს, რომ მწვანე კონცხზე, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა სამუშაოებიც მიმდინარეობს.

გზა, რომელიც ახალი გაჭრილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი აგრარული ფაკულტეტის შენობის ადგილზე მიდის, სადაც ახლა არაფერია, თუმცა უახლოეს მომავალში, სასტუმრო კომპლექსის აშენება იგეგმება. მისი აშენება სახელმწიფო ბიუჯეტს 2, 5 მილიონი ლარი დაუჯდა.

დასასვენებელ კომპლექსს „მაგნოლიას“ [Magnolia – Resort & SPA] „ბიზნეს დეველოპმენტის“ დაკვეთით  კომპანია „ზიმო“ აშენებს.

ადგილზე 320 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს, წინასწარი ინფორმაციით ეს კომპლექსი სავარაუდოდ პანორამა ბათუმის პროექტის შემადგენელი ნაწილია. თუმცა, პანორამასა და მწვანე კონცხის Magnolia – Resort & SPA“-სთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებენ.

აღსანიშნავია, რომ მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთი იყიდა შპს „ურეკი რეზიდენსმაც“, რომლის 100% წილის მფლობელი ბერა ივანიშვილია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები