LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელ ხალხს არამეგობრულ ხალხად არ მივიჩნევ – უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია: ვლადიმერ პუტინი

79
პუტინიი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის უკრაინელ ხალხს არამეგობრულ ხალხად არ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია.

აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას – თუ რატომ არ შეიყვანეს უკრაინა რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაში. პუტინის თქმით, არამეგობრული არა უკრაინელი ხალხი, არამედ ხელისუფლებაა.

„მაგრამ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება, ხალხისგან განსხვავებით, აშკარად, არამეგობრულია,“ – დასძინა ვლადიმერ პუტინმა.

დასმულ შეკითხვაზე კი – მზად არის თუ არა უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად, პუტინმა უპასუხა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანა მთლიანად გარე ძალების კონტროლის ქვეშ გადაიყვანა და უკრაინის საკითხები კიევში აღარ წყდება.

„უკრაინის ცხოვრების ძირითადი საკითხები არა კიევში, არამედ ვაშინგტონში, ნაწილობრივ კი ბერლინსა და პარიზში წყდება. აბა, რაზე უნდა ვისაუბროთ?“- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ცნობისათვის, ვლადიმერ პუტინი მოსახლეობის კითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები