„ფორმულას“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, ტელეჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, თუ როგორ დაარეგისტირეს დედამისი „ასტრაზენეკას“ მეორე დოზაზე და ორ კლინიკაში მისვლის შემდეგ, არც ერთში არ აცრეს.
გთავაზობთ ტელეჟურნალისტის სტატუსს:
„ასტრაზენეკას“ მეორე დოზაზე დარეგისტრირებული დედაჩემი კავკასიის მედიცინის ცენტრიდან ვაქცინის არქონის გამო გამოაბრუნეს და გადაამისამართეს რესპუბლიკურში. იქ მისულს შეტყობინება კავკასიის მედიცინის ცენტრიდან გადმოცემული არ დახვდა, ცოტა ხანში კი კლინიკაში უთხრეს, რომ ჯავშანი საერთოდაც აღარ არსებობს. ასე რომ, რესპუბლიკურიდანაც აუცრელი წამოვიდა.
ფარდა.
(დედაჩემისთვის პირველი დოზიდან მეცხრე კვირაა, თუ ვაქცინის დეფიციტის გამო, გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ მეთორმეტე კვირას აცრან მოქალაქეები, მაშინ მეცხრე და მეათე კვირაზე არ უნდა არეგისტრირებდნენ და ასე არ უნდა აწვალებდნენ ადამიანებს)“.