LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

56
დაკავება

გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შსს-ს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 3 ივნისს, გორში, 1979 წელს დაბადებული პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი ფხვნილისებრი ნივთიერება და 5 მოთეთრო აბი.

გამოძიება სსკ-ის 117-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები