საპატრიარქოში გამართული შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრას ეკატერინე ტიკარაძე, კარლ ჰარცელი და მათთან ერთად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება.
“დღეს იყო ერთგვარი შეჯამება, პირველი შეხვედრაც დაახლოებით ამ ფრომატში იყო. შეხვედრას ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრი და კარლ ჰარცელი. შეფასდა განვლილი პერიოდი მას შემდეგ რაც მეუფე იაკობი დაინიშნა იქ.
გამოთქვეს კმაყოფილება, თუ როგორ მიდის იქ პროცესები. ვისაუბრეთ შემდგომ ნაბიჯებზე, რომ ბავშვები უპირველესად დაბრუნდნე ოჯახებში და თუ ეს არ მოხერხდა ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებში.
მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება ნინოწმინდაში. ამაში მონაწილეობის მიღების სურვილი ყველა აქ დამსწრე ორგანიზაციამ გამოთქვა.
ეს უნდა იყოს საერთაშორისო მოთხოვნების დონის მცირე ტიპის ბავშვთა სახლები,”- აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.