LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახო ჩაჩანიძე: „რუსეთში მივდიოდი სამუშაოდ, როცა გავრილოვი ჩამოვიდა, რასაც მიტინგები მოჰყვა… უარი მითხრეს, ქართველ მსახიობს ვერ მივიღებთო…“

490
vaxochachanidze45

მსახიობი ვახო ჩაჩანიძე, რომელიც მაყურებელმა სხვადასხვა სატელევიზიო სერიალიდან გაიცნო, ჟურნალ „თბილისელებთან“ იმ იმედგაცრუებების შესახებ საუბრობს, რაც პროფესიასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მიიღო.

ვახო ჩაჩანიძე:

„ჩემს თავს სულ ასეთი რაღაცები ხდება. რუსეთში მივდიოდი სამუშაოდ ექვსი თვით, როცა გავრილოვი ჩამოვიდა და პარლამენტში დაგვიჯდა, რასაც მიტინგები და შემდეგ მთელი ამბები მოჰყვა. პირველში რომ უნდა გავფრენილიყავი, 29-ში უარი მითხრეს, ქართველ მსახიობს ვერ მივიღებთო. მეორე წელს გერმანიის სააგენტოში გავწევრიანდი და პანდემია რომ დაიწყო, ვფიქრობდი, ჩემ გამო ხომ არ ხდება ეს ყველაფერი-მეთქი (იცინის)?!. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, თუმცა ამ იმედგაცრუებებმა გამაძლიერა და ძალა მომცა, რომ სხვა რაღაც გამეკეთებინა…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები