საქორწინო აურზაურის შემდეგ ნებისმიერი ახალგაზრდა ოჯახი იმსახურებს დასვენებას მსოფლიოს ყველაზე ეგზოტიკურ კურორტზე, სწორად შერჩეული მარშრუტით და კარგად ორგანიზებული საქორწინო მოგზაურობით კი, ბევრად სასიამოვნოდ გაატარებთ თაფლობის თვეს.
კანადის კლდოვანი მთები – მართალია, კანადის ქედი თავისი ორიგინალური ლანდშაფტით ნაკლები პოპულარობით სარგებლობს ახლად დაქორწინებულ წყვილებში, მაგრამ მაინც უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რადგან ავტომობილით მოგზაურობასა და ტბასთან ახლოს ხის სახლში ცხოვრებასთან ერთად, დამსვენებლებს გემით სეირნობას, ვახშამს მშვენიერი პეიზაჟის ფონზე და რა თქმა უნდა, სიმშვიდესა და უშფოთველ გარემოს სთავაზობს.
ლემუს კუნძული, კენია – არაჩვეულებრივი არდადეგების მოწყობა შეგიძლიათ ლემუს არქიპელაგზე კენიის სანაპიროსთან, სადაც მშვიდი და უდარდელი ქალაქის – ლემუს ღირსშესანიშნაობებს გაეცნობით, ეკვატორიულ დაისით ისიამოვნებთ, გამთენიისას კი, ახალშობილ ზღვის კუებს გააცილებთ ზღვაში.
ფლორიდა-ქის, ფლორიდა, აშშ – სინამდვილეში, ქისი რადიკალურად განსხვავდება ღია ბარათებზე ასახული ტრადიციული ფლორიდისგან, რადგან ისლამორადის კუნძული თავისი არაჩვეულებრივი პლაჟებით და პეიზაჟებით, კაფეებითა და ღამის კლუბებით, მდიდარ სტუმრებსაც სიამოვნებით მასპინძლობს და ნაკლებად შეძლებულებსაც.
მალდივები, „დაკარგული კუნძულები“ – მართალია, მალდივები ნაკლებად ორიგინალური მარშრუტია, მაგრამ რომანტიკული არდადეგების გატარება აქაც სიამოვნებით შეიძლება. გაემგზავრეთ ე.წ. დაკარგულ კუნძულზე, სადაც იგრძნობთ, რას ნიშნავს ნამდვილი თავისუფლება. მთავარია, მაქსიმალურად იზოლირებული სასტუმრო შეარჩიოთ.
ივისას (იბიცას) „ველური ყურე“ – თუ ხმაურისა და ხალხმრავლობისგან დასვენება გსურთ „ველურ ყურეში“ გაემგზავრეთ, სადაც სამხრეთის მზით გამთბარი ზღვითა და არჩვეულებრივი სანაპიროს ხედებით დატკბებით.
ბარდენას-რეალეს უდაბნო – თუ ზამთრის სიცივეს გაურბიხართ, რომანტიკული დასვენება ესპანურ ბარდენას-რეალესში მოაწყვეთ, სასტუმრო Aire-ში დაბინავდით და ჯერ მისი დიდებული არქიტექტურით დატკბით, მერე კი, კანიონში გაისეირნეთ და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას სურვილი ჩაუთქვით.
მაროკო – გაატარეთ რომანტიკული არდადეგები მარაკეშის პალმების ხეივანში გაშენებულ Beldi Country Club-ში და არასდროს დაივიწყებთ კეთილმოწყობილი აუზზე, როზარიუმებსა და კოლორიტულ რესტორნებში გატარებულ თაფლობის თვეს. თუ მყუდროებაში, უზარმაზარი მთების ფონზე გსურთ დასვენება და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება, მაშინ ატლასის მთებში გაეგმგზავრეთ სასტუმრო Kasbah Beldi-ში.
კორსიკა – თუ საფრანგეთის ულამაზეს კუნძულზე გადაწყვიტეთ თაფლობის თვის გატარება, აუცილებლად ზღვასთან ახლოს იქირავეთ სახლი, მერე კი, ადგილობრივების შეუდარებელი ვოკალის ფონზე, არაჩვეულებრივი ხედებით და უგემრიელესი კერძებით ისიამოვნეთ.