პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო რეფორმას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის სამმა წევრმა ხმა წინააღმდეგ მისცა.
საპარლამენტო ოპოზიციიდან ფრაქციამ “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ და ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ საარჩევნო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.
საარჩევნო რეფორმის შედეგად, იზრდება პროპორციული წილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაჟორიტარული არჩევნებისთვის კი 40%-იანი ბარიერი დაწესდა.
კანონპროექტი პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად და ამის შემდეგ შევა ძალაში.