აჭარაში, ჯვარიმინდორზე ტურისტული თავშეესაფრები და საპიკნიკე ზონა მოეწყობა. ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარე ტურისტულ თავშესაფრებში განთავსდება:
✅ მოსასვენებელი და სამზარეულო სივრცეები
✅ ხის მაგიდები, ხის სკამები
✅ კედელზე მიმაგრებული კარადები
✅ ხის ორსართულიანი საწოლები
„კემპინგ-სოფელში” ასევე მოეწყობა: საშხაპეები, საპირფარეშოები, საპიკნიკე ზონა – საქანელები, ჰამაკები, ფანჩატური, კოცონის სივრცე.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აჭარაში ყველაზე გრძელი (88 კმ), ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე გეგმავს.