LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ასათიანი: „ჩემთვის სექსი სკოლაში არ უსწავლებიათ და გადასარევად ვარ ამ ამბავში“ უაზრო ღლიცინი არ უშველის ამ შემზარავ რეალობას და ფაქტებს, ჩვენ გარშემო რაც ხდება…“

2804
salomeasatiannews45

ტელეჟურნალისტი სალომე ასათიანი, რვა წლის გოგონას გაუპატიურების საქმეს ეხმაურება და წერს, რომ სექსუალური განათლების მნიშვნელობა ძალიან დიდია ამგვარი შემთხვევების პრევენციის მიზნით:

„როცა უარს ვამბობთ მოზარდებს და მოსწავლეებს სექსუალობის და სქესობრივი განვითარების შესახებ სწორი, მარტივი და მათთვის გასაგები ფორმით მივაწოდოთ ინფორმაცია, ამით მათ პირდაპირ ვწირავთ მოძალადეების სამიზნედ ყოფნისთვის. თავი რომ დავანებოთ არასასურველი ორსულობის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის ქონის აუცილებლობას, ამით მოზარდი აბსოლუტურად დაუცველი, შეშინებული, სირცხვილის განცდაში დაკარგული რჩება მოძალადის პირისპირ. თუკი მოზარდს ვასწავლით, რომ სექსუალობა ტაბუდადებული და სამარცხვინო რამაა, თუკი ამაზე არ ველაპარაკებით – როცა მას სხეულზე შეეხებიან, მასზე იძალადებენ, ის ამას დამალავს და დიდი ალბათობით საკუთარ თავსაც დაადანაშაულებს მომხდარში, თავს უღირსად და “ბინძურად” იგრძნობს. ბავშვების და მოზარდების  საინფორმაციო ვაკუუმში დატოვება მოძალადეებს სრულ თავისუფლებას ანიჭებს. ისინი   გათვლას  ზუსტად სიჩუმის  კულტურაზე   და   სირცხვილის  განცდაზე  აკეთებენ. კი, პირველ რიგში, ეს მშობლებმა უნდა გააკეთონ – მაგრამ ხომ ვიცით, რომ ბევრ ოჯახში არ არის საამისო ღიაობა და მზაობა. ამიტომაც, დიახ, წესით ეს ინფორმაცია სკოლაში უნდა გაიცემოდეს – შესაბამისი უნარების და ცოდნის მქონე მასწავლებლების მიერ. „ჩემთვის სექსი სკოლაში არ უსწავლებიათ და გადასარევად ვარ ამ ამბავში“ უაზრო ღლიცინი არ უშველის ამ შემზარავ რეალობას და ფაქტებს, ჩვენ გარშემო რაც ხდება. როგორც ალბათ ბევრს, მეც ორი დღეა იმ პატარა გოგოს ტანჯვა არ ამომდის თავიდან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები