მაიამიში 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა.
მაშველები 150-მდე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
1980 წელს აგებული შენობის ჩამონგრევის ოფიციალური მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 3 წლის წინ ჩატარებულმა შემოწმებამ ავტოფარეხის სტრუქტურული დაზიანებები აჩვენა.