LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცეცხლი “მიხაილოვის საავადმყოფოს” კი არა, ისტორიულ შენობას გაუჩნდა

196

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძის ინფორმაციით, ცეცხლი არა ყოფილ „მიხაილოვის საავადმყოფოს“, არამედ აღმაშენებლის #60-ში მდებარე ისტორიულ შენობას გაუჩნდა.

როგორც ჩიკვილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არც აღნიშნულ შენობაში და არც მიმდებარედ, ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოში“ ინციდენტის დროს არავინ ინყოფებოდა.

“სამწუხაროდ, ხანძარი გაუჩნდა ერთ-ერთ გამორჩეულ შენობას თბილისში, ეს არის ისტორიული ძეგლი. მობილიზებულია ქალაქის ყველა სამსახური და ხანძრის ჩაქრობა თითქმის დასრულებულია. კარგი არის ის, რომ ამ შენობაში არავინ ცხოვრობდა, არც მიმდებარე შენობებში. მარცხნივ არის ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, მიმდებარედ, მეორე მხარეს კი ე.წ. „მიხაილოვის საავადმყოფო”, – განაცხადა ჩიკვილაძემ.

მისივე ინფორმაციით, შენობა ამ დროისთვის სახელმწიფოს ბალანსზეა და არ ფუნქციონირებს. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ჩიკვილაძის თქმით, ამას ექსპერტ-კრიმინალისტები დაადგენენ. ერთადერთი, გამგებლის ინფორმაციით, შენობას ელექროენერგია არ მიეწოდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები