“მაპატიეთ, რომ მანიაკებთან ვცხოვრობდი 13 წლის განმავლობაში”, – ამის შესახებ 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულის ცოლმა “ტვ პირველთან” ინტერვიუს დროს განაცხადა.
როგორც ის ამბობს, საზარელი ამბავი თავდაპირველად ოჯახის ახლობლისგან გაიგო.
“რომ გავიგე არ დაიჯერე, ამის შემდეგ ავდექი და ვუთხარი, თუ ეს მართლა ჩაიდინეთ ადექით ორივემ და თავი მოიკალით მეთქი, უარყვეს. ამის შემდეგ დაახლოებით 20 წუთში პოლიცია მოვიდა და დააკავეს.
განადგურებული ვარ, 4 შვილით დამტოვა”,- ამბობს ბრალდებულის ცოლი.