LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერისგან ძალიან მკაფიო ხედვები მოვისმინეთ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და წინსვლისთვის აუცილებელი ფაქტორებია: დავით მათიკაშვილი

63
მათიკაშვილი-0

„პრემიერისგან ძალიან მკაფიო ხედვები მოვისმინეთ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და წინსვლისთვის აუცილებელი ფაქტორებია“, – ასე გამოეხმაურა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი პრემიერ-მინისტრის ანგარიშს, რომელმაც ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმა წარადგინა.

მათიკაშვილის თქმით, რამდენიმე საკითხი, კერძოდ, ქვეყნის დეოკუპაცია და სიღარიბის დაძლევა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება.

„დღეს საქართველოს პარლამენტში ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიში და მისი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა უახლოესი 10 წლის განმავლობაში. მოვისმინეთ ძალიან მკაფიო ხედვები იმ პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით, რომელიც გახლავთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და წინსვლისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორები.

რამოდენიმე საკითხი, რომელიც პრიორიტეტული იყო და რჩება, გახლავთ: ქვეყნის დეოკუპაცია და სიღარიბის დაძლევა. ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოს წინაშე, მითუმეტეს პანდემიური ვითარების ფონზე, აქ ეკონომიკურ ფაქტორებზე მაქვს საუბარი. თუმცა, არსებული მოცემულობა, ის წარმატებები, რომელმაც ეკონომიკის გახსნასთან ერთად მყისიერად მიაღწია ქართულმა სახელმწიფომ, იძლევა იმის საფუძველს, ვივარაუდოთ რომ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ქვეყანა დაძლევს მსგავს პრობლემებს და ის ამბიციური მიზნები, რომელიც პრემიერმა გააჟღერა იქნება ზუსტად და ცალსახად განხორციელებული“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.