LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიას და ვახო სანაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

140

„რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, მედიის საკითხებთან დაკავშირებით დღეს გამართულ საჯარო შეხვედრაზე, „ტვ პირველის” ჟურნალისტებისგან მოითხოვა იმის გასაჯაროება, თუ ვინ და რა ფორმით ცდილობა ტელეარხზე გავლენის მოხდენას, ან ხელში ჩაგდებას. ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

აღნიშნულს წინ უძღოდა „ტვ პირველის” ჟურნალისტების, ნინო ჟიჟილაშვილისა და ვახო სანაიას, განცხადება. ჟიჟილაშვილის თქმით, ხელისუფლებას არ აქვს კომფორტი, რომ ბაზარზე არსებობს პატარა, მაგრამ საკმაოდ სოლიდური საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი დამოუკიდებელი მედიასივრცე. ნინო ჟიჟილაშვილმა ასევე თქვა, რომ მათ ამის პირდაპირი მტკიცებულებები არ აქვთ.

გვარამიამ სწორედ ამ საკითხზე მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია.

,,რა კონტექსტში ითქვა, რომ გადაჭარბება ახასიათებსტვ პირველს”, რას ნიშნავს სიგნალები, ვისგან იყო ეს სიგნალები, იყო თუ არა მფლობელზე ზეწოლა, ფიგურირებდა თუ არა ქუმსიშვილისა და ჯეჯელავას გვარები. ეს გვაინტერესებს და არა ის კუთხეებშემოთლილი ტექსტი, რომელიც თქვენ ბრძანეთ. წლის მოვლენა არის არა საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც არაფერი არ ეშველება, არამედ ის, თუ რა ხდებატვ პირველზე”, – მიმართა ნიკა გვარამიამ “ტვ პირველის” ჟურნალისტებს.

ნიკა გვარამიას აღნიშნულ საუბარს, შელაპარაკება მოჰყვა “ტვ პირველის” ჟურნალისტ ვახო სანაიასთან.

იცით თუ არა რაიმე ისეთი, რაც არ ვიცით ჩვენ და რაც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს? თქვენ თქვით, რომ აქ არის დანაშაულის ნიშნები და გვითხარით, რა არის და ჩვენ ამას ვიტყვით, – თქვა სანაიამ. მისივე თქმით, “ტვ პირველს” არ უცდია პრობლემების დამალვა. მათ დახურულ შეხვედრაზე უთხრეს არასამთავრობოებსა და დიპლომატიურ კორპუსს მომდინარე საფრთხის შესახებ და მათ რჩევებიც ჰკითხეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები