LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურეკში სასტუმროების და რესტორნების ნაწილი გახსნას არ აპირებს: „შეუძლებელია ასეთ პირობებში დაისვენო”

639
ureki-magnetiti

ურეკში სასტუმროების და რესტორნების ნაწილი მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე გახსნას არ აპირებს. როგორც საოჯახო სასტუმრო „ედემის“ მფლობელი ამირან კიღურაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მიზეზი – დაბაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია.

„ახლა, როდესაც საკურორტო სეზონი იწყება, ურეკში მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, ამიტომ ადამიანები, რომლებიც აქ დასასვენებლად ჩამოდიან, უკან გარბიან. შეუძლებელია ისეთ პირობებში, სადაც ტრაქტორებია, 30 ტონიანი მანქანებია და მშენებლები მოძრაობენ, ნორმალურად დაისვენო“,- აცხადებს საოჯახო სასტუმრო „ედემის“ მფლობელი “ბიზნესპარტნიორთან”.

მისივე ინფორმაციით, სამუშაოები 3 წელია მიმდინარეობს და ვერაფრით დასრულდა. ხან ერთი კომპანიაა მშენებელი და ხან – მეორე. ამასთან, ამირან კიღურაძე ამბობს, რომ სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული. მისივე განმარტებით, მაგალითად, გაკეთდა გარე განათება, თუმცა არ მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები