LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ხაჭვანის „დედე“-ს პრემიერა 22 თებერვალს შედგება

247

მარიამ ხაჭვანის არაერთი პრესტიჟული კინოპრემიის მფლობელი ფილმის „დედე“ პრემიერა 22 თებერვალს, კინო „ამირანში“ გაიმართება. ქართულმა ფილმმა მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტ საერთაშორისო ფესტივალში, საიდანაც 10 ჯილდო მოიპოვა და დღესაც აგრძელებს „მოგზაურობას“. კინოგაქირავებისთვის „დედე“ კანადამ, აშშ-მ, ესპანეთმა, ჰოლანდიამ და ჩინეთმა შეიძინა. მოგზაურებს კი ფილმის ნახვა „ეარ ფრანსის“ თვითმფრინავებში შეეძლებათ.

მიღებული ჯილდოები:

ჟიურის გრანპრი- კანის კინოფესტივალი, კინემატოგრაფების 30-ე შეხვედრაზე.

აზიის ოსკარად წოდებულ APSA- დაჯილდოებაზე „დედე“ წარდგენილი იყო და

გაიმარჯვა კულტურული მრავალფეროვნების ჯილდოზე, რომელიც იუნესკოს

პარტონაჟით გაიცემა.

იუნესკოს სათაო ოფისში „დედე“-ს ოფიციალური ჩვენება გაიმართა იუნესკოს

დირექტორისათვის და იუნესკოს ელჩებისთვის.

ჟიურის პრიზი- A კლასის კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ჟიურის პრიზი – ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალზე.

ტოფიფესტის კინოფესტივალზე. მარიამ ხაჭვანს გადაეცა „ვერცხლის

ანგელოზი“, როგორც საუკეთესო რეჟისორს ფილმისთვის „დედე“.

გრანპრი – ავანტურას საერთაშორისო კინოფესტივალი.

ხალხის გრანპრი- მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალზე.

წარმოების პრიზი – ფორტლაუდერდალეს საერთაშორისო კინოფესტივალზე.

პრეზიდენტის პრიზი – ფორტლაუდერდალეს საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ხალხის ნომინაცია – სან პაულოს კინოფესტივალზე.

ახალგზარდა რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს გიორგი ბაბლუანი და ნათია ვიბლიანი ასრულებენ, გოგონას სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტი სვანეთში ვითარდება…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები