LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამიჯერეთ, კაცები არ არიან ისეთი ძლიერები, რომ ქალებს წინ აღუდგნენ, ყურით მოთრეული საკითხია: მამუკა გამყრელიძე გენდერულ კვოტაზე

126
BeFunky-collage (9)

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვოტირების სისტემის შეცვლას, რომლის მიხედვითაც პარტიებს პროპორციულ სიებში სავალდებულო წესით ყოველი მეორის ნაცვლად, ყოველი მესამე განსხვავებული სქესის ჩასმა მოუწევთ, “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ნინი ხუგაშვილთან ერთად, პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, ექსპერტი მამუკა გამყრელიძე გამოეხმაურა.

„მატყუარა კაცების პარლამენტი“ – ხათუნა სამნიძემ და ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის აივნიდან პლაკატი გადმოფინეს

როგორც მან აღნიშნა, ქალების გაძლიერებას ყველა ასპექტში მიესალმება, თუმცა დასძენს, რომ საკითხს მეორე მხარეც აქვს.

მამუკა გაყრელიძის განმარტებით, გენდერული კვოტის სისტემა “ყურით მოთრეული” საკითხია ქართულ პოლიტიკაში.

შეურაცხმყოფელია, საერთოდ, არ ვემხრობით არანაირი კვოტირებას,შემოვლითი გზაც ვიპოვეთ: მეგრელიშვილი

“საქართველოს მოსახლეობაში ქალების წილი ძალიან აქტიური მონაწილეობით ხასიათდება. ქართველი ქალები სოციალურად აქტიურები, ენერგიულები არიან. ისინი დღეს, რეალურად ლიდერებად არიან წარმოჩენილები, ოჯახებსა და სამსახურებშიც.

მეორეს მხრივ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ თანასწორუფლებიანობაზე, რომელ გენდერულ კვოტაზე ვლაპარაკობთ? მაინც რაღაც ყურით მოთრეული მგონია – შენ გახდი პოლიტიკოსი და დაჯექი აქ. თუ ეს ქალებისთვის მისაღებია, ოქეი, მაგრამ მე მირჩევნია მარგარეტ ტეტჩერისნაირები გამოჩნდნენ და კაცები უბრალოდ ვერ შეეწინაღმდეგებიან, კაცები არ არიან ისეთი ძლიერები, რომ ქალებს წინ აღუდგნენ, დამიჯერეთ. რაც „გირჩთან“ მოხდა, არ მომეწონა, მაგრამ ეს მათი არჩევანია. ქალების გაძლიერებას მივესალმები ყველა ასპექტში”.- განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.