LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოდო გუგეშაშვილი შვილის დაკრძალვაზე გადაიყვანეს

105

ღუდუშაურის კლინიკიდან დოდო გუგეშაშვილი შვილის დაკრძალვაზე საბურთალოს ძმათა სასაფალოზე გადაიყვანეს.

გუგეშაშვილის მეგობარის დავით მუხიგულის განცხადებით, გუგეშაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მის ვაჟს გრიგოლ გუშეშაშვილს კი 15:00 საათზე დაკრძალავენ.

„დოდოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გუშინ, როდესაც პანაშვიდზე იყო, ნერვიულობაზე წნევამ აუწია, მაგრამ ექიმები მზადყოფნაში არიან, რომ არ იყოს ნერვული სტრესი”,- განაცხადა მუხიგულმა.

გუშეშაშვილს შვილის დაკრძალვის შემდეგ, ისევ საავადმყოფოში დააბრუნებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები