LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიბისი: პანდემიის მიუხედავად, მსოფლიოში მილიონერთა რიცხვი გაიზარდა

83
milionernews

2020 წელს მილიონერის სტატუსი 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოში პანდემიის და შეზღუდვების გამო უამრავი ადამიანი კიდევ უფრო გაღარიბდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, მილიონერთა რიცხვი საერთო ჯამში 5.2 მილიონი ადამიანით გაიზარდა და გლობალურად მილიონერთა რიცხვმა 56.1 მილიონი ადამიანი შეადგინა.

2020 წელს თავის  ცხოვრებაში პირველად მილიონერის სტატუსი მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის 1%-მა მოიპოვა. პანდემიის პერიოდი მომგებიანი იყო მილიარდერებისთვისაც, რომელთა ქონებაც დაახლოებით 72%-ით გაიზარდა.

საერთო ჯამში, ქონება მსოფლიო მასშტაბით 7.4%-ით გაიზარდა.

ექსპერტების თქმით, ეს ტენდენციები განსაკუთრებით ზრდად ეკონომიკებზე აისახა, ყველაზე მეტად კი ჩინეთზე. ამ ყველაფერში დიდი როლი შეასრულეს მსოფლიოს მთავრობებმა და ცენტრალურმა ბანკებმაც.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები