LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემებს იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი ადგილზე სწავლობს

82
გელათის მონასტერი

გელათის მონასტრის პრობლემებს იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის. სპეციალისტები უკვე ადგილზე იმყოფებიან და მუშაობა დაიწყეს. იუნესკოს წარმომადგენლები გელათის სამონასტრო კომპლექსში 30 ივნისამდე დარჩებიან.

შესაძლოა გელათის სამონასტრო კომპლექსში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, დაზიანებული ფრესკების ნაწილი სრულყოფილად ვეღარ აღდგეს: წულუკიანი

"ჩემი ფუნქცია არის, რომ უკვე გაფუჭებულ საქმეზე შევძლო გამოსავლის მოძებნა. ამისათვის, მოკლე დროში, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული," - თქვა მინისტრმა.

მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფი ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული გადახურვის სამუშაოებს შეისწავლის, რომელიც ხარვეზებით შესრულდა. დაშვებულმა შეცდომებმა კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მნიშვნელოვნად დააზიანა.

ცნობისთვის, სპეციალისტები გელათის ფრესკების განადგურებაზე უკვე წლებია საუბრობენ. 2014 წელს ჩატარებული 5-წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, ძეგლი კვლავ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების საფრთხის წინაშეა.