LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფლორიდის სკოლაში სროლას, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა

141

ამერიკის შტატ ფლორიდის ქალაქ პერკლენდში, ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის  შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა.   აქედნ 14-ს ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

ამერიკული მედია იუწყება, რომ სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, 19 წლის ნიკოლას კრუზმა, ავტომატური იარაღიდან ცეცხლი ჯერ ქუჩაში გახსნა, შემდეგ კი სკოლის შენობაში შეიჭრა და თანატოლებს გაუსწორდა. როგორც BBC წერს, სროლამდე, ნიკოლას კრუზმა განგაშის სიგნალი ჩართო და სკოლაში ქაოსი გამოიწვია. ის სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. თავდასხმის მოტივი უცნობია

 

 

ფაქტს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, სკოლებში მოსწავლეები და მასწავლებლები თავს დაუცველად არ უნდა გრძნობდნენ.

“თანაგრძნობას ვუცხადებ ფლორიდის საშინელ თავდასხმაში დაღუპულების ოჯახს. არცერთი ბავში, მასწავლებელი ან ვინმე სხვა არ უნდა გრძნობდეს საფრთხეს ამერიკის სკოლაში”

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები